emzar jgerenaia 2010-07-14 17:15:55
აქა ამბავი ანტიმონოპოლიური სამსახურის რეინკარნაციისა და „დოდოლიებში“ ლობსტერის ჩალაღაჯისა
საქართველოში, მეცნიერების ჯგუფმა, პოლიტიკოსებსა და ექსპერტებთან ერთად, დიდი კვლევა ჩაატარა და როგორც მათმა კვლევებმა ცხადყო, ბოროტების სათავე და მიზეზი ყოფილა… აბა, გამოიცანით, რატომ გვიჭირს, ცუდად რატომ ვცხოვრობთ, რატომ ძვირდება ცხოვრება, განსაკუთრებით, საწვავი, სურსათი და მედიკამენტები? ააა… ვერ გამოიცანით?! იმიტომ, რომ არ გვქონდა „სრულფასოვანი ანტიმონოპოლიური სამსახური“ (რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? – მას არ ჰქონდა [...]
SidMeier2008 2010-07-10 14:22:05
სათამაშო ინდუსტრიის პატრიარქი სიდ მეიერი
კომპიუტერული თამაშების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდია. მისი საუკეთესო და ყველაზე განთქმული წარმომადგენელი კი სიდ მეიერი გახლავთ, რომელმაც არაერთი ზეპოპულარული თამაში შექმნა და ამ ინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ეპოქის დასაწყისი დიდი ამერიკელი დაიბადა დეტროიტში 1954 წელს. მომავალი პროგრამისტის და გეიმდიზაინერის ბავშვობის შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. მისი ცხოვრების ისტორია, როგორც წესი, იმ მომენტიდან იწყება, როცა მიჩიგანის [...]
თბილისი 1° - 12°
ქუთაისი 4° - 11°
ბათუმი 6° - 12°

„საგადასახადოსგან დატერორებულმა მეწარმემ რესტორანი გადაწვა“

fire_005

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მსხვილ თუ წვრილ ბიზნესზე ტერორი როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში უკვე სისტემატურ სახეს იძენს. თბილისის ანალოგიურად მსხვილ ორგანიზაციებს დახურვა ემუქრებათ იმერეთსა და აჭარაში, კახეთში კი ჯერჯერობით სიმშვიდეა და გადამხდელები მხოლოდ მაღაზიებს უტევენ.

როგორც ჩანს, ხელისუფლება ორმაგი სტანდარტით მოქმედებას კვლავაც განაგრძობს და წინასაარჩევნოდ ფულის მოსაზიდად ყველა მისაღებ თუ მეუღებელ მეთოდებს იყენებს. თუ იმერეთში ფინანსური ტერორი უკვე რამდენიმე თვეა ღიად ხორციელდება, აჭარაში პოლიციამ ოპონენტი ბიზნესმენების „აღწერები“ უკვე დაიწყო. როგორც „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბარში აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატი მურმან დუმბაძე აცხადებს, ის ამ სიაში უკვე მოხვდა.

„მიუხედავად იმისა, რომ მე ბიზნესი არ მაქვს, პოლიციელების მიერ შედგენილ სიაში მაინც მოვხვდი. თანაც იმ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დუმბაძე თევზის მეურნეობის ბიზნესი აქვსო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ბიზნესი ჩემს ნათესავს აქვს.

თუმცა აქ მთავარი ის კი არ არის, მაქვს თუ არა ბიზნესი მე, მთავარი თავად ის ფაქტია, რომ მერაბიშვილის დავალებით პოლიცია აჭარაში ბიზნესმენთა აღწერას იწყებს და ყველა იმ პიროვნებას, რომელიც მეტ-ნაკლებად შემჩნეულია ოპონირებაში, პრობლემებს უქმნიან ან მომავალში შეუქმნიან“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

დუმბაძის თქმით, მის ძმას, რომელიც მცირე ბიზნესითაა დაკავებული, ხელისუფლებამ პრობლემები ჯერ კიდევ 2007 წლის 7 ნოემბერის შემდეგ შეუქმნა.

„მართალია, ჩემი ძმის ოფისი არ დაუხურავთ, თუმცა სულ ახლახანს ბიუჯეტის სასარგებლოდ 45 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. რატომ უნდა გადაიხადოს ჩემმა ძმამ ეს ფული, განაჩენში არ წერია. გარდა ჩემი ძმისა, უკვე სისტემატური სახე მიიღო სხვა ბიზნესის დაყაჩაღებამ, კონკრეტულად სახელებს და გვარებს ვერ გეტყვით, მაგრამ მიმდინარე სასამართლო პროცესებიდან აშკარაა,რომ ტერორი არსებობს. ზოგიერთ 20-ათასიანს, ზოგს 30-ათასიანს, ზოგს კი ბიუჯეტის სასარგებლოდ 100-ათასიანი ჯარიმის გადახდას აიძულებელენ.

ერთ ფაქტსაც გეტყვით, დაახლოებით, 15 დღის წინათ ბათუმში ერთ-ერთი რესტორანი მეპატრონემ იმის გამო გადაწვა, რომ მას წინასაარჩევნოდ ბიუჯეტის სასარგებლოდ 80 ათასი ლარი უნდა გადაეხადა.

ასე რომ, ხელისუფლება წელსაც, ისევე როგორც ყოველი არჩევნების წინ, ტრადიციული მეთოდებით მოქმედებს და ყველა იმ მცირე თუ მსხვილი ბიზნესის მქონე პიროვნებას, ვინც ოპონირებას უწევს, შესაფერისად სჯის. ბიზნესზე ტერორი აჭარაში და არა მარტო აქ, უკვე წლებია ხორციელდება და ხელისუფლება სტანდარტული მეთოდებიდან გადახვევას არც აპირებს“, - დასძინა დუმბაძემ.

გარდა აჭარისა, ტერორი დაიწყო იმერეთშიც. როგორც ქუთაისის საკრებულოს წევრი, ლეიბორისტი სამსონ გუგავა აცხადებს, ქუთაისში მოქმედი მსხვილი ორგანიზაციები „ფინანსური ტერორის“ გამო დახურვის პირას იმყოფებიან. შესაბამისად ის, ადგილობრივ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების მექანიზმების ამოქმედებასა და „ფინანსური რეპრესიების გატარებაში“ ამხელს.

„წინა არჩევნების დროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ აპრობირებული მეთოდების გამოყენებით 15 მლნ ლარის ამოღება შეძლო. ვითარება ამჯერადაც უცვლელია - „ნაცებს“ დიდი ფული სჭირდებათ და მსხვილი ორგანიზაციების ტერორი გააჩაღეს. ის ფაქტი, რომ მსხვილ ორგანიზაციებს საგადასახადო სამსახურმა მაღალი გადასახადები ხელოვნურად და მიზანმიმართულად დაუწესა, ყველასთვის ცნობილია.

ამჯერად ეს არ იკმარეს და ქალაქში მოქმედ თითოეულ მსხვილ დაწესებულებას წინასაარჩევნოდ 10-10 ათასი ლარი „შეაწერეს“.ფინანსური წნეხის გამო, არაერთ ორგანიზაციას ლიკვიდაციისა და დახურვის საფრთხე ემუქრება. მაგალითისთვის, შემიძლია, სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“ დაგისახელოთ, რომელიც ლიკვიდაციის ზღვარზეა“,- განაცხადა გუგავამ.

მისივე თქმით, „ე.წ. „ფინანსურ ტერორს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის მთავარი კოორდინატორი გოჩა თევდორაძე ახორციელებს“.

„ამ ყველაფრიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ქუთაისში ელიტარული კორუფცია ძველებურად ყვავის“, - დასძინა გუგავამ.

მსხვილი თუ წვრილი კომპანიების მისამართით ტერორი ჯერ არ დაწყებულა კახეთში. ყოველ შემთხვევაში, როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები აცხადებენ, მათ ასეთი ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ.

„იმის გამო, რომ კომპანიაში შევიდნენ და უთხრან, რომ ბიუჯეტის სასარგებლოდ ამდენი თანხა გადაიხადე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაიხურება, ჯერჯერობით არ ყოფილა. რა იქნება არჩვენების მოახლოებასთან ერთად, ვერ გეტყვით, მაგრამ ახლა არაფერი ხდება. ტერორში გადამხდელებს მხოლოდ მაღაზიები და საცხობები ჰყავთ. მაგალითად, ერთი 5-თეთრიანი საღეჭირეზინის თუ ერთი ლავაში პურისთვის მაღაზიას და საცხობს 500-500 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

ასე რომ, გადამხდელების მასიური შეტევა მაღაზიებზე და საცხობებზე ხშირია, მაგრამ კომპანიებზე ჯერ არა“, - განაცხადეს „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბარში ადგილობრივმა ჟურნალისტებმა.

„რეზონანსი“ ელზა წიკლაური

Tags: , , ,

P&G 2010-07-17 13:14:22
Procter & Gamble-ის სისუფთავის და სილამაზის დიდი ბიზნესი
ამერიკული კომპანია Procter & Gamble მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელსაც განთქმული ჟურნალის Forbes-ის რეიტინგში 29-ე ადგილი უკავია. იგი საოჯახო და პერსონალური მოხმარების ბაზრის უპირობო ლიდერია და არაერთ საყოველთაოდ განთქმულ ბრენდს ფლობს. საპნის ნოვატორი 1837 წელს აშშ-ს ეკონომიკაში მძიმე შიდაპოლიტიკური ვითარების გამო თითქმის კოლაფსური ვითარება შეიქმნა. სწორედ ამ მძიმე სიტუაციაში ორმა რისკიანმა ჯენტლმენმა – ინგლისელმა უილიამ პროქტერმა და [...]
USD 1.8457
EURO 2.2674
GBR 2.7754
G&T Index (GEL) 2010-07-23187.211.9
RBC Comp 2010-07-23144.792.55
DJA 2010-07-233492.48-1.23
NASDAQ 2010-07-232187.33-1.58
CAC 40 2010-07-23 3493.920.75
FTSE Eurotop 300 2010-07-235214.641.46
DAX2010-07-235990.380.38
S&P 500 2010-07-231069.59-1.28
SSMI 2010-07-236132.660.15
NIKKEI 225 2010-07-20 9220.88-0.62
ოქრო NYMEX(უნც.) 1191.6 0%
პლატინა (უნც.)1475.16-0.13%
ვერცხლი (უნც.) 17.16-1.27%
პალადიუმი NYMEX 451.7+0.24%
ნიკელი (ტონა) 19215+4.05%
ალუმინი (ტონა) 1975.5+0.04%
ნავთობი(Brent) 75.1-0.36%
გაზი(NYMEX) 4.513-1.36%
შაქარი LIFFE (ტონა) 542.2+0.72%
კაკაო, USD (ტონა) 3004 -1.74%
ხორბალი (ტონა) 129.5+3.23%