მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა და 2008 წლის მოვლენებმა საქართველოში ყველაზე მეტად განვითარებული სფეროები დააზარალა. დღეს სამშენებლო ბიზნესს ყველაზე მეტად უჭირს. საბანკო კრედიტები შეიზღუდა, უძრავი ქონების ფასი შემცირდა, შეიძლება ითქვას, რომ სამშენებლო ბიზნესი გადარჩენისთვის იბრძვის. ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა არა მსოფლიო კრიზისში, არამედ კომპანიების მენეჯმენტშია და ობიექტური მიზეზები რომ არ ყოფილიყო, ადრე თუ გვიან ქართულ სამშენებლო სექტორს მაინც გაუჭირდებოდა. ლადო პაპავა აცხადებს, რომ თუ სამშენებლო კომპანიების ის ნაწილი, რომლებიც ფინანსური პირამიდის გამოყენებით ახერხებდნენ გადარჩენას, არ გაკოტრდა, ეს სექტორი ვერასოდეს გაჯანსაღდება. პაპავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ პროცესს შეგნებულად უშლის ხელს, ეს კი ეჭვებს იწვევს. რაც შეეხება ძველი თბილისის განახლების პროგრამას, პაპავას აზრით, კარგი პროექტია, თუმცა დედაქალაქის მერიამ ფინანსური პირამიდის პრინციპით მომუშავე კომპანიებს არ უნდა აღმოუჩინოს დახმარება, რადგან მათ მხოლოდ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს, გადარჩენით კი მაინც ვერ გადაარჩენს.
|
|
Tags: ლადო პაპავა, მშენებლობა








2010-07-14 17:15:55

2010-07-10 14:22:05


2010-07-17 13:14:22




