emzar jgerenaia 2010-07-14 17:15:55
აქა ამბავი ანტიმონოპოლიური სამსახურის რეინკარნაციისა და „დოდოლიებში“ ლობსტერის ჩალაღაჯისა
საქართველოში, მეცნიერების ჯგუფმა, პოლიტიკოსებსა და ექსპერტებთან ერთად, დიდი კვლევა ჩაატარა და როგორც მათმა კვლევებმა ცხადყო, ბოროტების სათავე და მიზეზი ყოფილა… აბა, გამოიცანით, რატომ გვიჭირს, ცუდად რატომ ვცხოვრობთ, რატომ ძვირდება ცხოვრება, განსაკუთრებით, საწვავი, სურსათი და მედიკამენტები? ააა… ვერ გამოიცანით?! იმიტომ, რომ არ გვქონდა „სრულფასოვანი ანტიმონოპოლიური სამსახური“ (რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? – მას არ ჰქონდა [...]
SidMeier2008 2010-07-10 14:22:05
სათამაშო ინდუსტრიის პატრიარქი სიდ მეიერი
კომპიუტერული თამაშების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდია. მისი საუკეთესო და ყველაზე განთქმული წარმომადგენელი კი სიდ მეიერი გახლავთ, რომელმაც არაერთი ზეპოპულარული თამაში შექმნა და ამ ინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ეპოქის დასაწყისი დიდი ამერიკელი დაიბადა დეტროიტში 1954 წელს. მომავალი პროგრამისტის და გეიმდიზაინერის ბავშვობის შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. მისი ცხოვრების ისტორია, როგორც წესი, იმ მომენტიდან იწყება, როცა მიჩიგანის [...]
თბილისი 1° - 12°
ქუთაისი 4° - 11°
ბათუმი 6° - 12°

ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობა საფრთხეშია

animal_birds

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ურთიერთობის რეჟიმის დამყარების პერსპექტივა, რაც დრო გადის, სულ უფრო გაურკვეველი დროით იწევს. მართალია, მთავრობა აცხადებს, რომ ყველა ვალდებულება გრაფიკის დაცვით შესრულდება, მაგრამ ექსპერტები პრობლემას იმაში ხედავენ, რომ სამი მთავარი ვალდებულების შესრულებაზე ხელისუფლებამ უკვე უარი განაცხადა.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების საკითხი შარშან, აგვისტოს ომის შემდეგ გააქტიურდა და ეს იყო ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენის ერთ-ერთი კომპონენტი. თუმცა, ცხადია, ამისთვის საქართველოს გარკვეული ვალდებულებების შესრულება დაეკისრა.

ამ ვალდებულებებიდან ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებშიყველაზე მნიშვნელოვნად სამ საკითხს მიიჩნევენ. ეს არის ახალი შრომის კოდექსის შექმნა, ანტიმონოპოლიური სამსახურის ჩამოყალიბება და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.

ამ მოთხოვნების შესრულებას კი, ცხადია, თავისი საფუძველი გააჩნია და ექსპერტები ხაზგასმით აცხადებენ, რომ ამის გარეშე საქართველო ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს უბრალოდ ვერ დაამყარებს.

“ბუნებრივია, რომ ჩვენთან დაკავშირებით ჩვენს ევროპელ მეგობრებს აქვთ გარკვეული მოთხოვნები იმიტომ, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, პრაქტიკულად, ნიშნავს ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას. ასეთი მექანიზმები კი ევროკავშირისთვის, ძირითადად, სამია. ესენია შრომის კანონმდებლობა, ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა და მომხმარებლების უფლებების დაცვა. სწორედ ამ სამ მოთხოვნას უყენებს ბრიუსელი საქართველოს, რათა ქვეყანამ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი დაამყაროს”, - აცხადებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლადო პაპავა და მიიჩნევს, რომ სამივე მოთხოვნის შესრულება არის აუციელებელი, რათა ერთიანი ბაზრის პირობები არ დაირღვეს.

”საქმე ისაა, რომ ევროპაში დაქირავებულის შრომა საკმაოდ მყარად არის დაცული. საქართველოში კი ეს კატეგორია დაუცველია და, აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივი და ლოგიკურია ევროკავშირის მოთხოვნა, რომ თუ ერთიანი ბაზარი იქნება, მოქალაქეები თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ. ამიტომაც ისინი თვისობრივად ახალი შრომის კოდექსის შექმნას მოითხოვენ”.

”მეორე პირობა არის ანტიმონოპოლიური რეგულირება. ეს კი აუცილებელია იმისთვის, რომ ბაზარზე იყოს კონკურენტული გარემო და, ბუნებრივია, ევროკავშირი ამას ჩვენგანაც ითხოვს. რაც შეეხება მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ევროკავშირი ძალიან დიდი ყურადღებით ეკიდება მომხმარებელთა უფლებებს და ეს ჩვენი მხრიდანაც აუცილებელად შესასრულებელი პირობა იქნება”, - აცხადებს პაპავა.

აღსანიშნავია, რომ ამ სამი მოთხოვნის შესასრულებლად კონკრეტული ვადა არ არის დაწესებული და პაპავა მიიჩნევს, რომ ”ეს ჯერ კიდევ გუშინ უნდა გაგვეკეთებინა და რაც მალე გავაკეთებთ, მით უკეთესი იქნება”.

იგი პრობლემას იმაში ხედავს, რომ მთავრობის მხრიდან, პრეზიდენტის თუ მინისტრების დონეზე არაერთხელ გაცხადდა, რომ საქართველოს მთავრობა ამ სამიდან არცერთის შესრულებას არ აპირებს.

ფინანსთა მინისტრი კი აცხადებს, რომ პრობლემა არა ვალდებულების შესრულებაშია, არამედ ამ საკითხის საზოგადოების მხრიდან არასწორ აღქმაში. როგორც კახა ბაინდურაშვილი განმარტავს, ”ყველაფერი გაწერილია და შეთანხმებულია ევროკავშირთან, რაც უნდა გაკეთდეს 2010 წელს და ამ მხრივ ყველაზე დიდი ვალდებულება აფიტოსანიტარული კონტროლია, რომლის მოგვარება მომავალი წლის ბიუჯეტში არის ჩადებული და ამის შესრულებისთვის პასუხისმგებელია ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. ”ეს ყველაფერი შესრულებადია და გეგმის თანახმად მივდივართ”, - ამტკიცებს ბაინდურაშვილი.

რაც შეეხება სამ მთავარ ვალდებულებას, მინისტრი კი აღნიშნავს, რომ ”ეს ისეთი ვალდებულებებია, პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე არც თუ სასიამოვნოა”, მაგრამ მეორეს მხრივ, ბაინდურაშვილი იმასაც აცხადებს, რომ ევროკავშირი პირდაპირ ამ მოთხოვნების შესრულებას კი არ ითხოვს, არამედ პრინციპების განხორციელებას და ეს კი მოლაპარაკების საგანი შეიძლება გახდეს.

”იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ევროკავშირში ვიღაცას იდეაფიქსი აქვს, რომ გინდა თუ არა ანტიმონოპოლიური სამსახური შეგვაქმნევინოს. აქ საუბარია, რომ არ უნდა იყოს მონოპოლიის შექმნის საშიშროება.

თავის დროზე, ჩემი აზრით, არასწორი აღქმა სწორედ ის იყო, რომ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური პრინციპების განხორციელება მაინც და მაინც ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნით გაიგეს. ვთქვათ, ანტიმონოპოლიური სამსახური რისთვის არის საჭირო? ეს არის იმისთვის, რომ ქვეყანაში არ იყოს მონოპოლია და მოდით, ასე დავსვათ საკითხი, გვაქვს კი ჩვენ მონოპოლია?” - კითხულობს ბაინდურაშვილი და აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ საქართველოს ბაზარზე შეღწევადობა არის სრულიად თავისუფალი და ეს მონოპოლიის არსებობას გამორიცხავს.

”ევროკავშირის მოთხოვნა არ მდგომარეობს ანტიმონოპოლიური სამსახურის არსებობაში. მათი მოთხოვნა მდგომარეობს მონოპოლიების არარსებობაში. ეს მოხდება იმ კუთხით, რომ ბარიერები დავწიოთ თუ ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნით, ეს არის სამუშაო თემა”, - აცხადებს ბაინდურაშვილი.

მისი თქმით, ხელისუფლება ახლა სწორედ იმაზე მუშაობას, რომ ევროკავშირს აუხსნას, განვითარების ამ ეტაპზე ჩვენთვის რა უფრო საჭიროა. ”ჩვენ უნდა გამოვიდეთ იქიდან, თუ განვითარების ამ ეტაპზე ჩვენთვის რომელი მოდელია უფრო საჭირო. თორემ ზოგადი პრინციპების დონეზე, რომ გვინდა მომხმარებელიც უკეთეს მდგომარეობაში ჩავაყენოთ და ბიზნესიც, ამაზე ვთანხმდებით”, - დასძენს მინისტრი.

ლადო პაპავა კი ამ მოსაზრებას მხოლოდ დემაგოგიად მიიჩნევს.

”ეს, სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ დემაგოგიაა. ევროკავშირს აქვს საკმაოდ მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოთხოვნები და აქედან გამომდინარე, ყველანაირი ინტერპრეტაცია არის დემაგოგია და ვინ შეიძლება ამით მოვატყუოთ? ევროკავშირის ბიუროკრატს ამით ვერ მოატყუებ. მათ პოზიცია მკაფიოდ აქვთ ჩამოყალიბებული.

ჩვენი ხელისუფლების მიერ კი არაერთხელ იქნა დეკლარირებული ის, რომ საქართველო მიდის სინგაპურის განვითარების გზით. სინგაპური კი არც გეოგრაფიულად, არც ეკონომიკური მოწყობით და არც მენტალიტეტით ახლოსაც კი არ არის ევროკავშირთან. ეს არის კლასიკური ავტორიტარული რეჟიმი და ამ რეჟიმის მიერ ხდება ეკონომიკის ხელშეწყობა. ჩვენს ხელისუფლებას კი არ დაუმალავს, რომ მას უნდა ეკონომიკის ხელშეწყობა ავტორიტარული რეჟიმის პირობებში და გეკითხებით, ეს თავსებადია ევროკავშირის პრინციპებთან?” - კითხულობს პაპავა.

თეონა ხარაბაძე

 

 

 

Tags: , , , ,

P&G 2010-07-17 13:14:22
Procter & Gamble-ის სისუფთავის და სილამაზის დიდი ბიზნესი
ამერიკული კომპანია Procter & Gamble მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელსაც განთქმული ჟურნალის Forbes-ის რეიტინგში 29-ე ადგილი უკავია. იგი საოჯახო და პერსონალური მოხმარების ბაზრის უპირობო ლიდერია და არაერთ საყოველთაოდ განთქმულ ბრენდს ფლობს. საპნის ნოვატორი 1837 წელს აშშ-ს ეკონომიკაში მძიმე შიდაპოლიტიკური ვითარების გამო თითქმის კოლაფსური ვითარება შეიქმნა. სწორედ ამ მძიმე სიტუაციაში ორმა რისკიანმა ჯენტლმენმა – ინგლისელმა უილიამ პროქტერმა და [...]
USD 1.8457
EURO 2.2674
GBR 2.7754
G&T Index (GEL) 2010-07-23187.211.9
RBC Comp 2010-07-23144.792.55
DJA 2010-07-233492.48-1.23
NASDAQ 2010-07-232187.33-1.58
CAC 40 2010-07-23 3493.920.75
FTSE Eurotop 300 2010-07-235214.641.46
DAX2010-07-235990.380.38
S&P 500 2010-07-231069.59-1.28
SSMI 2010-07-236132.660.15
NIKKEI 225 2010-07-20 9220.88-0.62
ოქრო NYMEX(უნც.) 1191.6 0%
პლატინა (უნც.)1475.16-0.13%
ვერცხლი (უნც.) 17.16-1.27%
პალადიუმი NYMEX 451.7+0.24%
ნიკელი (ტონა) 19215+4.05%
ალუმინი (ტონა) 1975.5+0.04%
ნავთობი(Brent) 75.1-0.36%
გაზი(NYMEX) 4.513-1.36%
შაქარი LIFFE (ტონა) 542.2+0.72%
კაკაო, USD (ტონა) 3004 -1.74%
ხორბალი (ტონა) 129.5+3.23%